სემანტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სემანტიკა – (ინტ.) semantics  ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სემიოტიკური (სემიოტიკა: მეცნიერება ნიშნებსა და ნიშნობრივ სისტემებზე – ბუნებრივ და ხელოვნურ ენებზე) პოზიციებიდან იკვლევს სიტყვების, მდგრადი სიტყვათა შეწყობებისა და ენის სხვა ერთეულების  აზრთან, მნიშვნელობასა და ინტერპრეტაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს. სემანტიკა – პროგრამირებაში  – ხელოვნური, ალგორითმული ენების ცალკეული კონსტრუქციების (სიტყვა, წინადადება და ა.შ.) აზრობრივ მნიშვნელობათა განმარტებების წესთა სისტემაა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა