სემინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სემინომა – – 1. სათესლის ავთვისებიანი სიმსივნე. 2.(ლათ. Semen +  – oma სიმსივნე; სინ.: სპერმატობლასტომა, სპერმატოციტომა) ავთვისებიანი სიმსივნე ჰერმინოგენული უჯრედებიდან. ხშირია 20 – 40 ასაკში, ბავშვებში აღინიშნება იშვიათად. ზოგჯერ სემინომა მდებარეობს სათესლის გარეთ (ექსტრაგონადული სემინომა), მაგ. წინა შუასაყარში ან მუცლის უკანა სივრცეში. განასხვავებენ ტიპიურ, ანაპლასტიურ და სპერმატოციტულ სემინომას. ტიპიური სემინომა გვხვდება 20 – 40 წლის მამაკაცებში. ხშირად წარმოიქმნება სათესლე პარკში ჩამოუსვლელ სათესლეში; სათესლე გადიდებულია. სიმსივნე შედგება ერთი, იშვიათად რამდენიმე კვანძისაგან. მისი განაკვეთის ზედაპირი მბზინავი, თეთრი ფერისაა, წილაკოვანი. ანაპლასტიური სემინომა კლინიკურად განიხილება როგორც უფრო ავთვისებიანი; გამოირჩევა უჯრედების და ბირთვების გამოხატული პოლიმორფიზმით, სუსტად გამოხატული სტრომით. სპერმატოციტული სემინომა შეადგენს 9% – ს ყველა სემინომებისა და გვხვდება უპირატესად 50 წლის შემდგომი ასაკის მამაკაცებში; შესაძლოა მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს. სიმსივნე მოყვითალო ფერისაა, ლორწოვანი სახის, ზოგჯერ ცისტებით, ნეკროზული

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა