სერვერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სერვერი – (ინტ.) server  ობიექტი, რომელიც სხვა ობიექტების მომსახურებას ეწევა მათი მოთხოვნების შესაბამისად – ინახავს, ახარისხებს და ავრცელებს ინფორმაციას. ინტერნეტში – ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი (ან მასზე მომუშავე პროგრამა) არის სერვერი, თუ იგი რაიმე სახის მომსახურებას უწევს ქსელის სხვა კომპიუტერებს  (კლიენტებს). დანიშნულების მიხედვით (ფუნქციური ნიშნით), სერვერები სამ დიდ ჯგუფად იყოფა: რესურს – სერვერები მართავენ ქსელისათვის საერთო რესურსებს და მიაწოდებენ მათ კლიენტებს მოთხოვნების შესაბამისად. მათ მიეკუთვნებიან: ვებ – სერვერები; FTP – სერვერები; რადიო – ვიდეოს ტრანსლატორი სერვერები; საინფორმაციო საძიებო სერვერები; კავშირის სერვერები ასრულებენ მომხმარებელთა ურთიერთქმედების უზრუნველყოფის ფუნქციებს. მათ მიეკუთვნება :  საფოსტო და ინტერნეტ  – ტელეფონის სერვერები; დამხმარე – სამოსამსახურო: DNS – სახელების, შეტყობინებათა რიგის, ქსელთაშორის დამაკავშირებელი, პროქსი სერვერები და აშ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა