სმენის დაქვეითება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სმენის დაქვეითება – სმენის მყარი დაქვეითება, რომელიც აძნელებს მეტყველების აღქმას. ბავშვებს ხშირად უვითარდებათ მწვავე ან ქრონ. ოტიტის, ცხვირისა და ცხვირ – ხახის დაავადებების (მაგ., ადენოიდები) დროს. სმენის მკვეთრი დაქვეითების მიზეზია შუა ყურისა და კარიბჭე – ლოკოკინას ნერვში მიმდინარე პათოლ. პროცესები. ზოგჯერ შეინიშნება თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, რომელმაც ისევე როგორც ადრეული ბავშვობის ხანაში შეძენილმა სმენის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების განვითარების დარღვევა. მოზრდილ ადამიანებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოტოსკლეროზი, შუა ყურის სისხლით მომარაგების მოშლა, სასმენი ნერვის ასაკობრივი ცვლილებები და სხვ. განარჩევენ სმენის დაქვეითების 3 ხარისხს: მსუბუქი სმენის დაქვეითება  –  ჩურჩული აღიქმება 1 – 3 მ მანძილზე. ჩვეულებრივი მეტყველება  –  4 მ – ზე მეტი მანძილიდან; საშუალო  –  ჩურჩული აღიქმება 1 მ – ზე ნაკლები, ხოლო ჩვეულებრივი მეტყველება 2 – 4 მ მანძილიდან; მძიმე  –  ჩურჩული არ აღიქმება, ჩვეულებრივი მეტყველება აღიქმება 2 მ – ზე ნაკლები მანძილიდან. სმენის დაქვეითების დროს სმენის ორგანოში, როგორც წესი, მყარი ცვლილებები ხდება; მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სმენის გაუმჯობესება კონსერვატული მკურნალობით ან ქირურგ. მეთოდებით; არსებით დახმარებას უწევს სასმენი ხელსაწყოების ხმარება და მეტყველების მხედველობითი აღქმის (ტუჩებიდან წაკითხვა) შესწავლა. ს. ხეჩინაშვილი. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა