სპერმატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპერმატოგენეზი – (spermatogenesis ბერძნ.sperma  –  თესლი და genesis  –  განვითარება) სპერმატოგონიებიდან მამრობითი სასქესო  უჯრედების განვითარების პროცესი. მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ­ მილაკების მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. სპერამტოგენეზის მიმდი­ნარეობაში არჩევენ ოთხ პერიოდს: 1. გამრავლების; 2. ზრდის; 3. მომწიფებისა და 4. ჩამოყალიბების. ამ პერიოდების შესაბამის უჯრე­დულ ფორმებს ეწოდება: 1. შპერმატოგონიები; 2. პირველი რიგის სპერმატოციტები, ანუ პირველადი სპერმატოციტები; 3. მეორე რიგის სპერმატოციტები, ანუ პრესპერმატიდები; 4. სპერმატიდები და სპერმატო­ზოიდები. სპერმატოგენეზის ერთ – ერთი მთავარი მოვლენაა მეიოზი , რომლის შედეგად ხდება ქრომოსომების რედუქცია და დიპლოიდური სპერმატოციტების გარდაქმნა ჰაპლოიდურ უჯრედებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  უჯრედული გარდაქმნების რთული ციკლური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ მილაკებში, რის შედეგადაც წარმოიქმნება  განაყოფიერების უნარის მქონე მამაკაცის სასქესო უჯრედები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა