სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  –  სპერმატოზოიდები. არჩევენ პირველად (დიდ) და მეორად (მცირე) სპერმატოგონიებს. ისინი შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს და ძლიერ ინტენსიურად იყოფიან მიტოზით. ამიტომ სპერმატოგენეზის პერიოდს, რომელიც შეესაბამება სპერმატოგონიების სტადიას, გამრავლების პერიოდი ეწოდება. რამდენიმე ხნის შემდეგ სპერმატოგონიების ნაწილი აღარ იყოფა და გადადის შემდგომ პერიოდში  –  ზრდის პერიოდში, როდესაც მათ უკვე პირველი რიგის სპერმატოციტებს უწოდებენ. ტერმინი „სპერმატოგონიები“ შემოიღო გეორგემ (1886). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა