ტერატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტერატომა – 1. (teratoma ბერძნ.teras, teratos  –  მახინჯი და  – oma  –  სიმსივნე)  თანდაყოლილი სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება პლურიპოტენტური ემბრიონული ქსოვილისგან. ასეთი სიმსივნე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქსოვილოვანი კომპონენტის ნარევს (კანს, თმას, კუნთებს, ტვინოვან ქსოვილსა და ა.შ.). ტერატომა შეიძლება იყოს პირველადი სასქესო  უჯრედების წარმონაქმნიც, რომელიც შენარჩუნე­ბულია არადიფერენცირებულ მდგომარეობაში მათი მიგრაციის პროცესში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ტერატომა – სიმსივნე, რომელიც შედგება რამოდენიმე სახის ქსოვილისაგან, რომელიც წარმოქმნილია ერთი, ორი ან სამი ჩანასახოვანი ფურცლისაგან, რომელთა არსებობა არაა დამახასიათებელი იმ ორგანოებისა და ანატომიური უბნებისათვის, სადაც ფორმირდება სიმსივნე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა