ტროფედემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტროფედემა – (trophoedema; ბერძ. Trophe საკვები, კვება + oidema სიმსივნე, შეშუპება; სინ.: ლიმფური შეშუპება, მეიჟის დაავადება, ნონეს დაავადება, ნონე – მილროი – მეიჟის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება ქვედა კიდურების რბილი ქსოვილების ქრონიკული შეშუპებით. ტროფედემა ხშირია ქალებში, ჩვეულებრივ ინფატილიზმის, ჰიპოგენიტალიზმის, ფსიქიკური განვითარების შეჩერების ფონზე. შეშუპება ვლინდება წვივებზე, არის სიმეტრიული, უმტკივნეულო, ზოგჯერ ვრცელდება ბარძაყზე, მაგრამ არასოდეს არ ადის საზარდულის ნაოჭის ზევით. იშვიათ შემთხვევებში შეშუპება შესაძლოა განვითარდეს ხელებზე. ტროფედემას აქვს ქრონიკული მიმდინარეობისადმი მიდრეკილება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღინიშნება პროცესის პროგრესირება; მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა