ულტრამიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ულტრამიკროსკოპია – (ultramicroscopia ლათ.ultra – ზე და იხ.მიკროსკოპია, ანუ მიკროსკოპია ბნელი ველის) – ულტრა­მიკროსკოპის მეშვეობით, ციტოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომელშიც გამოყენებულია გვერდითი განათება, ხოლო ობიექტებს ათვალიერებენ ბნელი ველის ფონზე. ამ მიზნით ბნელველიანი კონდენსორის გამოყენება „ტინდალის ფენომენის“ გამოყენებას ემყარება. ბნელი ველის დაკვირვების მეთოდი საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ რამდენიმე მილიმიკრონის ზომის კოლოიდური ნაწი­ლაკები, რომლებიც სრულიად არ ჩანან პირდაპირი განათების მიკროსკოპში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა