ულტრაიისფერი მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ულტრაიისფერი მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი, რომელშიც ობიექტს აშუქებენ 210 – 275 mm სიგრძის ტალღის ულტრაიისფერი სხივებით. ულტრაიისფერ მიკროსკოპს მეტი ხედვითი უნარი აქვს (0,1 მკ – მდე), ვიდრე ჩვეულებრივ სინათლის მიკროსკოპს. ის შესაძლებელს ხდის უჯრედების ქიმიური შედგენილობის შესწავლას, ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ კი, ნუკლეინის მჟავების მიერ ულტრაიისფერი სხივების შერჩევითი შთანთქმის გამო. ჩვეულებრივ ულტრაიისფერ მიკროსკოპიას ციტოფოტომეტრიას უწოდებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა