უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უცხო სხეულების ასპირაცია (ბავშვებში) – განსაკუთრებით ხშირად ხდება მარჯვენა ბრონქში (უფრო ფართოა). უცხო სხეული შესაძლოა იყოს როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ბუნების. კლინიკური სურათი. როგორც წესი, ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას, უეცრად წარმოქმნილ მკვეთრ ქოშინს (შეტევითი, ყოვანახველისებრი ტრაქეაში მოხვედრის დროს), ციანოზი, ხუთვა და გონების დაკარგვა. ხორხის სანათურის უცხო სხეულით სრული ობსტრუქციის დროს ვითარდება ასფიქსია და სიკვდილი. კლინიკური გამოვლინებების დინამიკა დამოკიდებულია უცხო სხეულის გადანაცვლებაზე და ლოკალიზაციაზე: ატელექტაზი, ქრონიკული ქრონქიტი, ქრონიკული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, შესაძლებელია ემპიემის განვითარება. დიაგნოზი ბაზირდება ანამნეზის, კლინიკის, ლარინგო – და ბრონქოსკოპიის მონაცემებზე, რენტგენოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე. უცხო სხეულის ლოკალიზაციის დადგენა აუცილებელია სამკურნალო ტაქტიკის შესამუშავებლად. მკურნალობა. უცხო სხეულის სასწრაფოდ ამოღება. ოპტიმალური ვარიანტია ავადმყოფის გადაყვანა ოტოლარინგოლოგიურ ან სხვა სპეციალიზირებულ განყოფილებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა