ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
უჯრედშიგა კონვეიერი – (ინგ.conveyer – უწყვეტად მოქმედი სატრანსპორტო მოწყობილობა) – უჯრედის ცილების სინთეზში მონაწილე ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების (ბირთვი, ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა, მიტოქონდრიები, გოლჯის კომპლექსი და სხვ.) რთული სისტემა. ამ სისტემაში თითოეული კომპონენტი ასრულებს გარკვეულ როლს. (მაგ., ბირთვი იძლევა გენეტიკურ ინფორმაციას და ამით არეგულირებს ბიოსინთეზს, ენდოპლაზმური ბადე და ერგასტოპლაზმა რიბოსომებით ცილების სინთეზის ადგილია, მიტოქონდრიები უზრუნველყოფს ამ პროცესებს ენერგიით ატფ – ის მაკროერგული კავშირების ხარჯზე, ხოლო გოლჯის კომპლექსში უჯრედის სინთეზური მოქმედების პროდუქტები კონცენტრირდება). ტერმინი „კონვეიერი“ ამ მნიშვნელობით შემოიღო ხირშმა (1957). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა