ფეირბანკის დავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფეირბანკის დავადება – (Th.  Fair – bank, ინგლ. რადიოლოგი; სინ.: ეპიფიზის მრავლობითი დისპლაზია) ოჯახურ – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება  ენდოქონდრული გაძვალების დარღვევით, განსაკუთრებით ბარძაყისა და წვივის დიდი ძვლის, მხრის პროქსიმალური ეპიფიზისა და სხივის ძვლის დისტალური ეპიფიზის; ვლინდება დაბალი ტანით, სახსრებში მოძრაობის გაძნელებით, კიდურების ტკივილებითა და დეფორმაციით, განსაკუთრებით ქვედა კიდურების.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა