ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, ანემიით. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ავადდებიან უპირატესად ბავშვები 3 – 8 წლის ასაკში; აღინიშნება ოჯახური დაავადების შემთხვევებიც. დაავადება ვლინდება სიმპტომთა ტრიადით: ჰიპოქრომული ანემიით, პერიოდული სისხლდენით ფილტვებიდან და ფილტვების დამახასიათებელი სიმეტრიული დაზიანებით, რომელიც ვლინდება რენტგენოლოგიურად. დამახასიათებელია პერიოდული დაღლილობის, ტაქიკარდიის, ციანოზის შეტევები, რომლის შემდეგაც დაახლოებით 12 – 24 საათის შემდეგ ვითარდება ქოშინი, მტანჯველი ხველა, რასაც თან ახლავს ღებინება. მწვავე შეტევებს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილები მუცელში, ცხელება, სიყვითლე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა