ფრიდრეიხის ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრიდრეიხის ატაქსია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის გამტარი სისტემებისა და პერიფერიული ნერვული ბოჭკოების  დეგენერაციასთან. ვლინდება 8 – 15 წლის ასაკში მერყევი ნაბიჯებითა და ხშირი დაცემებით. აღინიშნება ატაქსია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, აგრეთვე ღრმა მგრძნობელობის დარღვევა, კუნთების დასუსტება კიდურების დისტალურ ნაწილებში, სკოლიოზი და ტერფის დეფორმაცია. შესაძლებელია მხედველობის ნერვი ატროფია და სმენის დაქვეითება. დაავადება ნელა პროგრესირებს და დაახლოებით 15 წლის შემდეგ ავადმყოფები სრულებით კარგავენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა