ფრიდრიხის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფრიდრიხის სინდრომი  – (H. Friedrich, გერმ. ქირურგი)ლავიწის ძვლის  მკერდისმიერი ბოლოს ასეპტიკური სუბქონდრული ნეკროზი. ხშირია მოზარდებში; დაავადების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ქრონიკულ მიკროტრავმას; კლინიკურად აღინიშნება ზომიერი მტკივნეული შეშუპება მკერდ – ლავიწის შეერთების ადგილზე, უპირატესად ფიზიკური დატვირთის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა