ჭიპის თიაქრები

ჭიპის თიაქრები – 1. ხშირად გვხვდება ქალებში. მათ განვითარებას ხელს უწყობს ხშირი მშობიარობა, ფიზიკური მუშაობა. ისევე როგორც ოპერაციის შემდგომი თიაქრები, არიან ხშირად ჩაუსწორებადი და მრავალკამერიანი. მკურნალობა ქირურგიულია, ჭიპის რგოლის მცრე ზომებისას გამოიყენება ლექსერის მეთოდი, ჭიპის შენარჩუნებით;  2.  თიაქრის კარს წარმოადგენს ჭიპის რგოლი. პალპაციით აშკარად შეიგრძნობა ჭიპის რგოლის კიდეები, ხოლო თიაქრის ამობურცულობა ადვილად ბრუნდება მუცლის ღრუში. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

♦ თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე”  hernia support >>
♦ ჭიპის თიაქრის  ბანდაჟები ,,ამაზონზე” >>>