ფსევდოაბდომინური სიდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოაბდომინური სიდრომი – (ბერძ. Pseudes ცრუ + ლათ. Abdominalis მუცლის; სინ.: ცრუ მწვავე მუცელი) ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კლინიკურ ლიტერატურაში; აერთიანებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების დაავადებებსა და პათოლოგიურ მდგომარეობებს, მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე პათოლოგიებისათვის დამახასაითებელი სიმპტომატიკით. ფსევდოაბდომინური სიდრომით შესაძლოა მიმდინარეობდეს სასუნთქი ორგანოების (პნევმონია, პლევრიტი),  გულ – სისხლძარღვთა სისტემის (სტენოკარდია, ინფარქტის ზოგიერთი ფორმები) დაავადებები, ასევე  უროგენიტალური დაავადებები (მწვავე პიელიტი, პიელონეფრიტი, პარანეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმელების კორტიკალური ნეკროზი), ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი, სიმსივნეები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა და სხვ.). ავადმყოფის შემოწმებისას მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი დაავადების დადგენა, რომლის დროსაც ფსევდოაბდომინური სიდრომი წარმოადგენს მის მხოლოდ ერთ  –  ერთ გამოვლინებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა