ფსევდოსიფილისი პაპულოზური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოსიფილისი პაპულოზური – (ბერძ. Pseudes ცრუ + სიფილისი)დერმატოზი, რომლის გამოვლინება მოგვაგონებს სიფილისურ პაპულას. დაავადება გვხვდება საკმაოდ იშვიათად, ძირითადად გოგონებში და ახალგაზრდა ქალებში; ამასთან, დიდ სასქესო ბაგეებზე, იშვიათად საზარდულ – ბარძაყის ნაოჭებში, შორისში და უკანა გასავლის ირგვლივ ჩნდება მრავლობითი, მკვეთრად შემოფარგლული, უმტკივნეულო, მკვრივ ელასტიკური კონსისტენციის პაპულები. სიფილისთან დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას ითვალისწინებენ სიფილისის კლინიკურ გამოვლინებას, გამოკვლევებს მკრთალ ტრეპონემაზე და სეროლოგიური რექციის შედეგებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა