ფსევდოჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოჰიპოპარათირეოზი – 1. (ბერძ. Pseudes ცრუ + hypo –  +ლათ. [glandula] parathyroidea ფარისებრახლო ჯირკვალი +  – osis; სინ.: ოლბრაიტის მემკვიდრეობითი ოსტეოდისტოროფია) ძვლოვანი სისტემის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ახდენს ჰიპოპარათირეოზის იმიტაციას და მიმდინარეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლით; ხასიათდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით. დაავადების დროს აღინიშნება ტონური კრუნჩხვების შეტევები, ზრდაში ჩამორჩენა, გომებრივი განუვითარებლობა, მთვარისებრი სახე, სიმსუქნე და ბრაქიდაქტილია; გამოხატულია კანქვეშა ოსიფიკაცია, ხშირია ჰიპო –  და ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, პირველადი ამენორეა და სხვ. 2.  ჰიპოპარათირეოზთან კლინიკურად მსგავსი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კალციუმის შემცველობის დაქვეითებით და ფოსფორის შემცველობის გაზრდით სისხლში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა