ფუნქციური დამოკიდებულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფუნქციური დამოკიდებულება – ობიექტურ მოვლენებს ან მათ ამსახველ სიდიდეებს შორის მდგრადი ურთიერთკავშირის ფორმა, რომლის დროსაც ერთ მოვლენათა ცვლა მეორეთა გარკვეულ რაოდენობრივ ცვლას იწვევს. ობიექტურად ფუნქციური დამოკიდებულება გამოვლინდება  კანონებისა და მიმართებების სახით, რომელთაც ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრულობა აქვთ. ისინი პრინციპში შეიძლება გამოიხატონ განტოლებებით, რომლებიც აერთიანებენ მოცემულ სიდიდეებს ან მოვლენებს, როგორც ფუნქციას და არგუმენტს. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა