ქერქისმიერი სიბრმავე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქერქისმიერი სიბრმავე – მხედველობის დარღვევა, განპირობებული თავის ტვინის კეფის წილის ორმხრივი დაზიანებით. განსხვავებით ორმხრივი სიბრმავისაგან, რომელიც გამოწვეულია მხედველობის ნერვების დაზიანებით, ქერქისმიერი სიბრმავის დროს შენარჩუნებულია გუგების რეაქციები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა