ქრომატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომატიდები – (chromatidae ბერძნ.chroma  –  ფერი და eidos  –  მსგავსი)   ქრომოსომების სიგრძივი ნახევრები, რომლებიც თავის მხრივ შედგებიან ქრომონემებისაგან . ამ უკანასკნელებში არჩევენ ქრომოფიბრილებს , რომლებიც დნმ – ს შეიცავენ. ქრომატიდები ქრომოსომების შემადგენელი ნაწილებია მიტოზის პროფაზისა და მეტაფაზას პერიოდში. მოგვიანებით ანაფაზის დროს ქრომოსომების ქრომატიდებად გახლეჩის შემდეგ თითოეული ქრომატიდა გადაიქცევა დამოუკიდებელ წარმონაქმნად და აღინიშნება, როგორც შვილეული ან დისეული ქრომოსომა. ტერმინი „ქრომატიდა“ შემოიღო მაკ კლუნგმა (1900). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა