ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos  –  შეღებვა, ფერი)  უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით რეაქციას, რასთან დაკავშირებითაც ზოგჯერ ქრომატინს ფელგენ – პოზიტიურ ნივთიერებას უწოდებენ. ქრომატინი შედგება სხვადასხვა თვისებების ორი ნაწილისაგან, რომელთაც ეუქრომატინი და ჰეტეროქრომატინი ეწოდება. უკანასკნელ წლებში დამტკიცებულია ქრომატინის (უფრო სწორად  –  დნმ – თი წარმოდგენილი მისი ძირითადი ქიმიური კომპონენტის) როლი მემკვიდრეობითი ინფორმაციის შენარჩუნებასა და გადაცემაში. მრავალ ავტორს ქრომატინი მიაჩნია ინტერფაზის განმავლობაში განუწყვეტლივ არსებული დესპირალიზებული ქრომოსომების ნივთიერებად. მიტოზის დროს ქრომატინი კონცენტრირდება ქრომოსომებში ქრომონემების სპირალიზაციის მეოხებით, რომლებიც ხილული ხდებიან. ტერმინი „ქრომატინი“ ლიტერატურაში შემოიღო ფლემინგმა (1880). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ქრომატინი – ქრომოსომების მატერიალური სუბსტრატი, რომელიც წარმოადგენს მოლეკულების მრავალკომპონენტურ სისტემას, რომლებიც იმყოფებიან გარკვეულ სივრცულ, ქიმიურ და ფიზიკურ ურთიერთდამოკიდებულებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა