ქრომოსომების რედუპლიკაცია

ქრომოსომების რედუპლიკაცია – (reduplicatio chromosomatum ლათ.reduplicatio  –  გაორმაგება)   ქრომოსომების რიცხვის გაორმაგების პროცესი, რომლის დროს საწყისი ელემენტარული სუბმიკროსკოპული ძაფების გასწვრივ ქრომოსომული სუბერთეულების შემადგენლობაში კარიოპლაზმის ნივთიერებიდან აიგება მათი ორეულები  –  რედუპლიკანტები. ეს იწვევს აღმავალი რიგის ქრომოსომების ყველა სუბერთეულის რიცხვის გაორმაგებას და, ბოლოს და ბოლოს, ქრომატიდების რიცხვის გაორმაგებასაც, რომლებიც განცალკევდებიან და ორ დამოუკიდებელ შვილეულ ქრომოსომას წარმოქმნიან. ქრომოსომების რედუპლიკაცია ხდება დნმ – ის მოლეკულების რედუპლიკაციის საფუძველზე ინტერფაზის სინთეზურ პერიოდში. ამ პროცესის გარეგნული გამოვლინებაა ქრომოსომების სიგრძივი გაყოფა, რომელიც მკვეთრად ჩანს მხოლოდ მიტოზის მეტაფაზაში . იხ. ქრომოსომების გახლეჩა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.