ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან ზეწოლას ღვიძლის პარენქიმაზე. ამასთან ვითარდება განუსაზღვრელი ყრუ ტკივილები ნეკნქვეშა და ფერდქვეშა მიდამოში, ხოლო ავადმყოფის გასინჯვით ვლინდება მეტ – ნაკლებად გადიდებული ღვიძლი (მისი კიდე გამოდის ნეკნთა რკალიდან), ღვიძლის ზედაპირი გლუვი რჩება, პალპაციით უმტკივნეულოა. კისტის დიდი ზომების და ზედაპირული განლაგების შემთხვევაში აღინიშნება დაჭიმული, ელასტიური კონსისტენციის სიმსივნე გლუვი ზედაპირით. დიაგნოზის დადასტურება ხდება რენტგენოლოგიურად, ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოგრაფია), რადიონუკლიდური გამოკვლევის მეთოდებით.  მკურნალობა. განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციული გზით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა