ყვითრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყვითრი – (vitellus lakithos) ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რთული ნაერთი, რომელიც მრავალი ხერხემლიანის კვერცხის ციტოპლაზმაშია და აუცილებელია განვითარებადი ნაყოფის კვებისათვის. ყვითრს შეიცავს კვერცხი ყვითრის მარცვლებისა და ფირფიტების სახით. იგი უმთავრესად შედგება ცილების, ფოსფოლიპიდებისა და ნეიტრალური ცხიმებისგან. ამფიბიების მწიფე კვერცხში, მაგ., ცილოვანი ყვითრი მშრალი წონის 45% – ს შეადგენს, ლიპიდები – 2% – ს, გლიკოგენი – 8% – ს. ყვითრის ფირფიტები შეიცავს ფოსფოპროტეიდ ვიტელინს, აგრეთვე ფერმენტებს (ფოსფოპროტეიდფოსფატაზას, კატეფსინს და სხვ.). კვერცხი ყვითრის რაოდენობისა და დამახასიათებელი ლოკალიზაციის მიხედვით იყოფა იზოლეციტურად (ლანცეტა, ძუძუმწოვრები) და ტელოლეციტურად (თევზები, რეპტილიები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა