ცხვირის ძგიდის გამრუდება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ძგიდის გამრუდება – სახის ჩონჩხის განვითარების ანომალიის ან ტრავმის შედეგია. ცხვირის ძგიდის გამრუდებულ ნაწილზე ხშირია ძვლოვანი ან ხრტილოვანი გამსხვილებები. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის შეუძლებლობა და მისი გაძნელება. არაიშვიათად წარმოიქმნება სასმენი მილის და დაფის აპკის ქრონიკული ანთება. დანამატი წიაღებიდან სეკრეტის გამოდენის გაძნელებამ, ცხვირის ძგიდის გამრუდებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს სინუსიტის განვითარებას. მკურნალობა. მნიშვნელოვანი გამრუდების დროს, რომელიც აძნელებს ცხვირით სუნთქვას, ნაჩვენებია ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა რეზექცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა