ცხვირის ძგიდის ჰემატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ძგიდის ჰემატომა – ცხვირის ტრავმები ხშირად მიმდინარეობენ ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა გარსში სისხლჩაქცევით და ჰემატომის წარმოქმნით. შემდეგში ჰემატომის ინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს აბსცესი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის მკვეთრი გაძნელება; ცხვირის ძგიდის აბსცესის განვითარების დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. წინა რინოსკოპიით ვლინდება რბილი, პარკისებური, წითელი ფერის გამობერილობები. ცხვირის ძგიდის ხრტილის ჩირქოვანი გალღობის დროს აღინიშნება ცხვირის ზურგის ჩავარდნა. მკურნალობა. ჰემატომის დროს – სისხლის ამოქაჩვა და ცხვირის ტამპონადა, აბსცესის დროს –  მისი ფართო გახსნა და ცხვირის ღრუს ტამპონადა, ანტიბიოტიკოთერაპია; ჩავარდნილ ცხვირის ზურგს ასწორებენ ქირურგიულად (პლასტიკური ოპერაციები)

გაფრთხილება!