ხახისუკანა აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხახისუკანა აბსცესი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)წარმოიქმნება ხახის უკანა, ხერხემლის წინა ლიმფური კვანძების დაჩირქების შედეგად. ვლინდება უპირატესად ადრეული ბავშვობის პერიოდში მისუსტებული ბავშვებში, ხშირად ანგინების, მწვავე რინოფარინგიტების შემდეგ. სიმპტომები. ხახის უკანა კედლის წინ ამობურცვა და ჰიპერემია. ტემპერატურის მომატება 39 – 40 გრადუსამდე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, დუდღუნა ხმა, ყლაპვისას მკვეთრი ტკივილი, ქოშინი (ჩასუნთქვისას). არც თუ იშვიათად, მტკივნეული შეშუპება (ლიმფური კვანძების გადიდების ხარჯზე) ქვედა ყბის კუთხის უკნიდან ქვევით. ჩვეულებრივ თავი გადახრილია უკან და დაზიანებულ მხარეს. მკურნალობა. აბსცესის სასწრაფო გახსნა. აბსცესის გახსნისთანავე ბავშვის თავს ხრიან წინ და ქვევით, რაც ხელს უშლის ჩირქის გადასვლას სასუნთქ გზებში. ოპერაციამდე და მის შემდეგ ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

გაფრთხილება!