ხახისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხახისახლო აბსცესი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.)  ხახის ირგვლის სივრცის ქსოვილების დაჩირქება, რომელიც წარმოადგენს ანგინის (ან ქრონიკული ტონზილიტის გამწვავებას), პარატონზილარული აბსცესის (იხ.) ან, გაცილებით იშვიათად, ტონზილექტომიის გართულებას.  სიმპტომები. ქვედა ყბის კუთხის უკან კისრის შეშუპება, პირის გაღების გაძნელება. ნუშურა ჯირკვლების ამობურცულობა დაზიანებულ მხარეს (ან, თუ ნუშურა ჯირკვლები მოცილებულია, მისი ნიშის), ხახის გვერდითი კედლის შეშუპება და ჰიპერემია. ყლაპვის დროს მკვთრი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნება. მკურნალობა. დაავადების დასაწყისში, როდესაც ზემოთაღნიშნული სიმპტომები უმნიშვნელოდ არიან გამოხატულნი და აღინიშნება მხოლოდ ხახისახლო ქსოვილების ანთებითი ინფილტრაცია – სითბო კისერზე, ანტიბიოტიკების ინექცია. დაავადების სიმპტომების პროგრესირებისას – აბსცესის გახსნა ან ნუშურა ჯირკვლების ნიშის მხრიდან (თუკი აღნიშნული ჯირკვლები მოცილებულია), ან კისერზე განაკვეთის დახმარებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა