იაპონური დიეტა
წონის კორექციისათვის ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას. იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები
ვიბრომასაჟორი
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები
ანტიცელულიტური ქილები
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები
ელექტრომასაჟორები
გასახდომი კორსეტები
გასახდომი საუნა-შორტები
კუნთების სტიმულატორები
გასახდომი ჩაი
ანტიცელულიტური სკრაბები
ანტიცელულიტური კრემები
ანტიცელულიტური ზეთები
ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას: „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“
იაპონური დიეტა. ოქროს წესები
ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იაპონური დიეტა. მიზეზი ისაა, რომ იაპონელები ლიდერობენ სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, ნაკლებად ავადობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითა და სიმსუქნით. სწორედ ამიტომ მეცნიერები და დიეტოლოგები განსაკუთრებით დაინტერესდნენ კვების იაპონური სტილით. იაპონურ დიეტაში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე განსაკუთრებული წესი.
- სხვადასხვა პროდუქტის მცირე პორციები ყოველი კვების დროს.
- იაპონელები კვების პროდუქტებს თერმულად სუსტად ამუშავებენ და გემოს გასაუმჯობესებლად, ნაცვლად მძიმე ცხიმიანი სოუსებისა, იყენებენ ბულიონებს
- იაპონურ დიეტაში პურის ბაცვლად იყენებენ ბრინჯს. ბრინჯი უფრო სასარგებლოა, ვიდრე იაფი პური, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს
- ნოყიერი საუზმე – იაპონური დიეტის საფუძველია. საუზმე მოიცავს მწვანე ჩაის, ორთქლზე დამზადებულ ბრინჯს, სუპს, მწვანე ხახვსა და ომლეტს, ცოცხალ თევზს და ე. წ. ,,გრილზე“ დაზადებულ თევზს., და ყველაფერი ეს ძალიან მცირე პორციებით.
- იაპონელები მიირთმევენ დესერტებს, მაგრამ ხშირად არა და მცირე პორციებით. ნამცხვრების უმეტესობას ამზადებენ ბრინჯის ფქვილით, რაც უფრო სასარგებლოა, ვიდრე პურის ფქვილი.
- იაპონური დიეტა – ესაა კვების განსაკუთრებული სტილი. იაპონელი ქალები არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ შეიძლება გასუქდნენ ტრადიციული საკვები პროდუქტების მიღებით.
- იაპონელები ბევრს დადიან ფეხით და ველოსიპედით.
- იაპონური დიეტის ძირითადი პროდუქტებია: თევზი, ბოსტნეული, სოიო, მაკარონი, მწვანე ჩაი, ხილი.
- იაპონელის მაგიდა ყოველთვის უნდა იყოს ჰარმონიული და ლამაზად გაწყობილი.
- ჩხირების გამოყენება და საკვების მცირე ულუფებით მიღება გამორიცხავს გადაძღომას.
- იაპონელების რაციონში შაქარი ძალიან მცირე რაოდენობითაა. ორგანიზმი ნახშირწყლებს ღებულობს ბურღულეულით (ძირითადად ბრინჯი), რაც გაცილებით უფრო სასარგებლოა.
- საკვების მრავალფეროვნება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი იაპონელი კვირის განმავლობაში დაახლოებით 100 სხვადასხვა პროდუქტს ღებულობს. საოცარია არა?
ამრიგად, ჩვენ გაგაცანით იაპონური დიეტის ძირითადი წესები; გამოიყენეთ იგი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმისათვის რომ ყოველთვის იყოთ მოხდენილები, ლამაზები და ჯანმრთელები.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში