მწვანე ჩაი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ანტიდეპრესანტი
ტოხოკუს (იაპონია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიდეპრესანტი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თუკი ხანში შესული ადამიანი დღეში მიირთმევს ოთხ და მეტ ჭიქა მწვანე ჩაის, მისი გუნებ-განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მწვანე ჩაის მოყვარულებში დეპრესიის განვითარების რისკი 44%-ით უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის მიირთმევენ.
1 058 გამოსაცდელიდან დეპრესიის სიმპტომები განუვითარდა მამაკაცთა 34%-ს და ქალების 39%-ს; ამასთან მამაკაცთა 20% და ქალების 24% გამოუვლინდათ სერიოზული ფსიქიკური დარღვევები. 488 რესპოდენტმა განაცხადა, რომ ყოველდღე ღებულობენ ოთხ ჭიქაზე მეტ მწვანე ჩაის, 284 გამოკითხულმა – 2-3 ჭიქას, 286 რესპოდენტმა კი აღნიშნა, რომ დღეში ღებულობდა მხოლოდ ერთ ჭიქა მწვანე ჩაის.
სასმელის დადებითი ზემოქმედება ფსიქიკურ მდგომარეობაზე არ შეცვლილა მაშინაც, კი, როცა გათვალისწინებული იყო გამოსაცდელების სოაციალური და ეკონომიკური სტატუსი, სქესი, დიეტა, დაავადების ისტორია, ანტიდეპრესანტების მიღება, თამბაქოს მოწევა და ფიზიკური აქტივობა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მწვანე ჩაის ამგვარი თვისებები განპირობებულია მასში ამინომჟავა ტეანინის შემცველობით, რომელიც დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს თავის ტვინზე.
ცნობისათვის – შავი ჩაი და ყავა არ იცავენ ასაკოვან ადამიანებს დეპრესიისაგან, – წერს compulenta.ru.
ამასთან, ბოლო დროს დადგინდა, რომ მწვანე ჩაი ამცირებს პირის ღრუსა და სისხლის ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკს. იმ ადამიანებში, ვინც დღეში 5 ჭიქა მწვანე ჩაის სვამს, ამგვარი პათოლოგიის წარმოქმნის რისკი 42%-ით ნაკლებია, ვიდრე ვინც დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის მიირთმევს.
მწვაე ჩაის მოყვარულებში ლიმფური სისტემის კიბოთი დაავადების რისკი დაახლოებით 48%-ით ნაკლებია, სხვებთან შედარებით.
აღებულია საიტიდან MIGnews.com