ფისტა – ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი

ფისტა ჭარბი ქოლესტერინის წინააღმდეგ

აქამდე ითვლებოდა იყო, რომ ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება მხოლოდ სპეციალური დიეტებისა და ტაბლეტებით იყო შესაძლებელი. თუმცა მეცნიერება ერთ ადგილზე არ დგას – სხვადასხვა კვლევების შედეგად სწავლულები აგნებენ ახლ-ახალ პროდუქტებს, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან მავნე ქოლესტერინს. მაგალითად, ბრიტანელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ გულისა და სისხლძარღვებისათვის უაღრესად სასარგებლოა ფისტა. მეცნიერებმა შეაგროვეს მოხალისეთა ჯგუფი; დაკვირვების ქვეშ მყოფებს ყოველკვირეულად კვებავდნენ გარკვეული სქემით. კვების რაციონი შედგენილი იყო დაბალკალორიული დიეტის მიხედვით, რაც ჩვეულებრივ რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით მოავადე ადამიანებისათვის. მხოლოდ ერთხელ მენიუში დაამატეს ფისტა. გამოსადელები ფისტას ნორმის ნახევარს ღებულობდნენ მშრალად, დანარჩენს კი უმატებდნენ საკვებში – სალათებში, ხორცში და ა. შ.
ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა, რომ ფისტას დამატება კვებით რაციონში განსაკუთრებით სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისათვის, ამასთან ეფექტი მატულობს დოზის პარალელურად. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს ეფექტი უკავშირდება ფისტაში განსაკუთრებული ნივთიერების არსებობას, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლაზე.
აქამდე ითვლებოდა, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ფისტას დადებითი ეფექტი გამოწვეული იყო მასში ცხიმოვანი მჟავების არსებობით. ფისტაში ნივთიერების შემცველობის მიხედვით, მედიკოსებმა გამოთვლეს, თუ ფისტას რა რაოდენობა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
შედეგებმა მოსალოდნელს 7-ჯერ გადააჭარბა.

აღებულია http://www.sunhome.ru/journal/114250

იხ. სხვა სტატიები ფისტას შესახებ:

..