ბავშვი 6 თვის ასაკში

  • თურმანიძის მალამოები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და მზარდი დამოუკიდებლობა თქვენს პატარას სულ უფრო აქტიურს ხდის. იგი მუდმივად აკვირდება და სწავლობს გარემომცველ გარემოს, მოსწონს როცა მასთან ურთიერთობენ, ელაპარაკებიან, ეთამაშებიან. შესაძლებელია მან უკვე დაიწყოს მუცელზე ხოხვა, თუმცა ყველა ბავშვი არ გადის ამ სტადიას.

დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის
ბავშვის ჭურჭელი ,,ამაზონზე”
ბავშვის ტანსაცმელი ,,ამაზონზე”
ბავშვის ფეხსაცმელი ,,ამაზონზე” 
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 

პატარა ცდილობს წამოდგეს, მისწვდეს რაიმე საგანს და ხელში აიღოს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი თამაშისათვის და ახალი ჩვევების გამომუშავებისათვის.

პატარა, მცირე ზომის საგნების აღებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს; დიდი ზომის საგნები, ზოგჯერ ორიც კი  ერთდროულად, კარგად უჭირავს ხელში, თუმცა ჯერ ვერ ხვდება როგორ გაუშვას ხელი – ცდილობს მათგან განთავისუფლებას,  გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში. ამ პერიოდში პატარას განსაკუთრებით მოსწონს საგნების მუდმივად ძირს გადაგდება და უკმაყოფილოა როცა გადაგდებულ საგნებს ალაგებთ. 

თვის ბოლოს ბავშვი უკვე რეაგირებს საგნების დასახელებაზე და თავს ატრიალებს მათი მიმართულებით. ესმის ლაპარაკი ინტონაციის მიხედვით და სხვადასხვაგვარად რეაგირებს სხვადასხვა ინტონაციაზე. ცდილობს გამოხატოს საკუთარი გრძნობები.

ამ ასაკში ბავშვი მუდმივად სწავლობს თქვენს სახეს, ცდილობს შეეხოს მას, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა. ამგვარი თამაშები თქვენს პატარას უძლიერებს იმის გრძნობას, რომ მისთვის ახლობელი ადამიანები მას არ მიატოვებენ. იგი ყოველთვის შეეცდება რაც შეიძლება ხშირად მიიპყროს თქვენი ყურადღება, თუკი შეამჩნევს რომ მას მოშორდით.

რაც შეეხება კვებას, ეს სულ უფრო საინტერესო საქმიანობა ხდება თქვენი პატარასათვის, ვინაიდან გრძნობს, რომ რაღაც აკეთებს დამოუკიდებლად. თუკი ჯერ კიდევ უძნელდება რაიმე საკვების გადაყლაპვა, ე. ი. იგი მზად არაა ამ საკვების მისაღებად. როგორც კი ბავშვი დაიწყებს მრავალფეროვანი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს მინერალებისა და ვიტამინების საკმარის რაოდენობას, უკვე შეიძლება რძის ყოველდღიური ულუფის შემცირება.

ექვსი თვის  ბავშვი –  ფიზიკური განვითარება

 – ცდილობს მუცელზე ხოხვას;
– თავისუფლად ატრიალებს თავს;
– ტრიალდება და იხრება ნებისმიერი მიმართულებით;
– შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა;
– უყვარს საკუთარი ხელით ჭამა;
– მოსწონს გარკვეული საკვები;
– უყვარს თამაში ჭამის დროს;
– შესაძლებელია დაეწყოს პირველი კბილის ამოჭრა;
– შეუძლია საგნებით მანიპულირება;
– ზურგიდან ტრიალდება გვერდზე, ცდილობს წამოდგომას.

ექვსი თვის ბავშვი –  სოციალური განვითარება

 – გამოსცემს სხვადასხვა ხმებს, გამოხატავს კმაყოფილებასა და უკაყოფილებას;
– უფრთხის უცნობებს;
– ღუღუნებს, წყვეტს ტირილს, მუსიკის გაგონებაზე;
– რეაგირებს საკუთარი სახელის გაგონებაზე.

ექვსი თვის  ბავშვი –  იტელექტუალური განვითარება

 – ხასიათისა და ემოციების ხშირი ცვლილებები;
– ხანგრძლივად და გულდასმით აკვირდება და სწავლობს საგნებს;
– სწავლობს ახალი ბგერების გამოცემას – ფ, ვ, ს, ზ, მ, ნ.
– შეუძლია ორი საგნის შედარება.

 აღებულია – http://www.kid.ru/


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

ექვსი თვის ბავშვი

Share this...Share on Facebook
Facebook