ალერგია ორსულებში

ალერგია ორსულებში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულთათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
♥  ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)

ალერგია ორსულებს საკმაოდ ურთულებს ცხოვრებას. ორსულობის პერიოდში ალერგიულ ქალებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.
არაჯანსაღი კვება, სხვადასხვა წამლების უსისტემო მიღება, მუდმივი სტრესი ასუსტებს იმუნიტეტს და აპროვოცირებს ალერგიის განვითარებას ორსულებში.

რაფინირებული, სხვადასხვა კონსერვანტებითა და საღებავებით გაჯერებული პროდუქტები არასასიკეთოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, ამიტომ აუცილებელია სწორი რაციონის შედგენა.
მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს ნატურალური პროდუქტები, მინიმალური თერმული დამუშავებით, უმჯობესია სუფთა წყალზე მომზადებული.
ალერგიის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უკავია სტრესს. ეცადეთ ნებისმიერი სირთულე მშვიდად მიიღოთ.
შინაგანმა გაუწონასწორობამ, უსიამოვნებებმა შესაძლებელია გაამწვავონ ალერგია, ამიტომ შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სწორად ჩატარებული მკურნალობა ეფექტურად ხსნის ალერგიის სიმპტომებს, ნაყოფისათვის ყოველგვარი რისკის გარეშე.
ალერგიის პირველივე ნიშნებისთანავე, განსაკუთრებით თუ ეს განმეორებითია, იმოქმედეთ სწრაფად, არ დაელოდოთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის.

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები ორსულობისას:

  • თუკი თქვენთვის ცნობილია ალერგენი, გამორიცხეთ იგი;
  • გადადით ჰიპოალერგიულ დიეტაზე;
  • მიიღეთ გააქტივებული ნახშირი;
  • მიმართეთ ექიმს, რომელიც დაადგენს ალერგიაა თუ არა ეს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
  • სიფრთხილეა საჭირო ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებისას – მათი უმრავლესობა უკუნაჩვენებია ორსულობისას.
  • ალერგიული რინიტის დროს არ იხმაროთ სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები. მათ მოქმედების ხანმოკლე ეფექტი აქვთ და ბევრ გვერდით მოვლენებს იწვევენ. გაცილებით ეფექტურია ცხვირის გამორეცხვა მცენარეული ნახარშებით (გვირილა, კალენდულა). გამორეცხვის შემდეგ ლორწოვანი დაასველეთ ზეთოვანი ექსტრაქტებით.

აღებულია waiting4baby.ru/zdorove-mamy/allergiya-lechenie/; გადასვლა >> ორსულობა და მშობიარობა


გამოგვყევით სოც. ქსელებში: 1 ,

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 
♦ ნივთები ორსულთათვის