გასახდომი წამლები – ფრთხილად !

გასახდომი წამლები ძალიან ფრთხილად , ექიმის კონტროლით უნდა მოიხმაროთ. არსებობს სხვა უამრავი , უსაფრთო საშუალება . ამაში დაგეხმარებათ  “მე ამას შევძლებ”

წონის კორექციისათვის  ინტერნეტ-მაღაზიები გვთავაზობენ მრავალ ეფექტურ საშუალებას.  იხ. ქვევით ჟოლოსფერი ტექსტები

ვიბრომასაჟორი 
ანტიცელულიტური ვაკუუმ-მასაჟორები 
ანტიცელულიტური ქილები 
ხელის ანტიცელულიტური მასაჟორები 
ელექტრომასაჟორები 
გასახდომი კორსეტები 
გასახდომი საუნა-შორტები 
კუნთების სტიმულატორები 
გასახდომი ჩაი   
ანტიცელულიტური სკრაბები 
ანტიცელულიტური კრემები 
ანტიცელულიტური ზეთები

ამ საშუალებების დეტალურად გასაცნობად გაეცანით სტატიას:  „წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში“ 

გასახდომი წამლები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას

დიეტაზე მყოფ ყველა ადამიანს მეცნიერები აფრთხილებენ იმის თაობაზე, რომ წონაში დასაკლები წამლების უმრავლესობა შეიცავს პოტენციურად საშიშ ინგრედიენტებს.
ის მედიკამენტები, რომლებიც “გვპირდებიან” დაგროვილი ცხიმოვანი მასის ბუნებრივად დაწვას, წარმოადგენენ უძველესი აზიური საშუალებების ახალ ვერსიებს. ჩვეულებრივ, ისინი იყიდება მთელ მსოფლიოში ინტერნეტის საშუალებით, ხოლო ანოტაციები კი პრობლემის სწრაფად და მსუბუქად გადაჭრაზე მეტყველებენ.

როგორც კვების პროდუქტების და სამკურნალო პრეპარატების ზედამხედველობის აშშ სამსახურმა განაცხადა, ბაზარზე არსებული პრეპარატების უმრავლესობა შეიცავს ძლიერი ნარკოტიკების საშიშ დოზებს, აგრეთვე ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ კიბოს.
ზედამხედველობის სამსახურის თქმით, “ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ რეკლამა, როგორც წესი, ჟღერს ძალზე კარგად, რომ ის იყოს მართალი”.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გასახდომი პრეპარატების უმრავლესობა იწვევს ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესებას და ზრდის ჰოსპიტალიზაციის რისკს.
მათ შემადგენლობაში შედის სიბუტრამინი – ძლიერი პრეპარატი, რომელიც ამცირებს მადას, თუმცა ის ამფეტამინის ანალოგს წარმოადგენს.
მან შესაძლოა გამოიწვიოს ინფარქტი, ინსულტი და გულის არითმია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა და გულის პრობლემები.

სიბუტრამინი ასევე შედის პრეპარატ “მერიდია”-ს შემადგენლობაში, რომელიც ოფიციალურად გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ.
თუმცა, მისი კონცენტრაცია ამ პრეპარატში 3-ჯერ აღემატება რეკომენდებულ დღე-ღამურ დოზას.

წონაში დასაკლები ზოგიერთი წამალი შეიცავს ფენოლფტალეინს, რომელიც ადრე გამოიყენებოდა, როგორც საფაღარათო საშუალება, თუმცა დღესდღეობით მისი გაყიდვა აიკრძალა, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ის იწვევს კიბოს.
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთში დამზადებული ყველა წამლის ანოტაციაში ჩამოთვლილია მხოლოდ ინგრედიეტების ნაწილი, ხოლო ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნაერთების შესახებ, რომელთა დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზების მეშვეობით, იქ არაფერია ნათქვამი.

http://www.mignews.com. აღებულია საიტიდან ww.medportal.ge

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ წონის კორექციის საშუალებები უცხოურ ინტერნეტ-მაღაზიებში