ზურა ყიფშიძე, კინომსახიობი:
ცხოვრებაში არაერთხელ მისარგებლია თურმანიძის მალამოთი. ჯერ კიდევ ბავშვობაში აქილევსის მყესი დავიზიანე. ჭრილობა გართულდა და ტროფიკულ წყლულად გადამექცა. მშობლებმა ექიმებთან და საავადმყოფოებში მატარეს, ბოლოს კი ქეთევან თურმანიძესთან მიმიყვანეს და მისი წყალობით ფეხი მომირჩა.
ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას მომიწია წვერის მოშვება; ჩემდა სამწუხაროდ, თმის ძირი დამიჩირქდა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი; ამიწია ტემპერატურამ, გაჩნდა საშიშროება, რომ ფურუნკული კარბუნკულად გადაქცეულიყო. და ამ შემთხვევაშიც თურმანიძის მალამომ მიშველა.