გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”
ქირურგიული ნემსის დამჭერი ინსტრუმენტი; (სურ. 1.32). ნემსდამჭერი კონსტრუქციით სისხლდენის შესაჩერებელ მომჭერს გავს. (იხ. სისხლის დენის შესაჩერებელი მომჭერები (სურ. 1.12)). აგებულება:
– ნემსდამჭერის სამუშაო ტუჩები (ბრანშები) (1) მოკლეა, მასიური და ბლაგვწვერიანი;
– ნემსის მოჭერის სიძლიერე ნემსდამჭერში 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ქსოვილების მოჭერის სიძლიერე სისხლდენის შესაჩერებელ მომჭერში, რაც აუცილებელია ნემსის ფიქსაციისთვის.
– სამუშაო ტუჩების შიგნითა ზედაპირზე აღინიშნება გადაჯვარედინებული ნაჭდევი, სიგრძივი ღარი ან გალვანური დაფარვით მიმაგრებული ალმასის ფხვნილი (კრისტალები).
დანიშნულება:
ქირურგიული ნემსების მყარი ფიქსაცია, მათი ქსოვილებში უკეთ გასატარებლად.
ცხრილი 1
სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერისა და ნემსდამჭერის შედარებითი დახასიათება
აგებულების დეტალები | სისლდენის შესაჩერებელი მომჭერი | ნემსდამჭერი |
სამუშაო ტუჩების ზომა | გრძელი – ბრანშის 1/3 | მოკლე – ბრანშის 1/5 1/5 |
სამუშაო ტუჩების ფორმა | კონუსური | ბლაგვბოლოიანი |
ნაჭდევები სამუშაო ტუჩებზე | განივი | გადაჯვარედინებული+ სიგრძივი ღარი +ალმასის საფარველი |