ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში

წლისა და ათი თვის ბავშვი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (12 – 24 თვის)
ბავშვის ფეხსაცმელი (12 – 24 თვის)  
კაბები გოგონებისთვის (12 – 23 თვის)
ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის) 
ჯინსის შარვლები ბიჭუნებისათვის (12 – 24 თვის) 

ბავშვის ფიზიკური განვითარება

ბავშვი რაც უფრო ვითარდება ფიზიკურად, მით მეტად უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება – თავად გაიხადოს წინდები, ფეხსაცმელი, მაისური, ტრუსები.
მას ძალიან ახარებს საკუთარ თავში ახალი უნარის აღმოჩენა – გაიხადოს დამოუკიდებლად (დამოუკიდებლად ჩაცმას მოგვიანებით სწავლობს).
თქვენ ალბათ ძალისხმევა გჭირდებათ–ხოლმე, რომ აცქმუტებულ, მოუსვენარ პატარას ჩააცვათ ტანსაცმელი და შემდეგ არ მისცეთ მისი გახდის საშუალება.
ვთქვათ, მას აცმევთ წინდებს, ის კი მაშინვე იხდის. ან კიდევ, ზამთრის ცივ დღეს აცმევთ და ახურავთ თბილად, ის კი ქუდის გარეშე სიარულს ამჯობინებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარასთვის მთელი ეს ჩაცმა–გახდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი თამაშია.
ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და სიტუაციაზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.
ბუნებრივია, თქვენ ფიქრობთ, რომ, სულ ცოტა, არასასიამოვნო პროცესია, როდესაც ბავშვი ჯიუტობს და გამუდმებით იხდის, განსაკუთრებით – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
სად არის გამოსავალი? უპირველესად, უნდა აღიაროთ, რომ თქვენს შვილს ფიზიკური დამოუკიდებლობის დიდი მოთხოვნილება აქვს. ჩაცმის შესახებ თქვენს ბრძოლას ცოტა ხნით მარტივად შეხედეთ: აუცილებელია, ბავშვს ქუდი ეხუროს, თუ გარეთ 17 გრადუსი სითბოა? უკიდურეს შემთხვევაში, შვილს ისეთი შესაკრავებით გაწყობილი ტანსაცმელი მაინც ჩააცვით, რომლის გახდა მას გაუჭირდება.

შესაძლოა, ცოტა ხნის წინ თქვენი პატარა აპროტესტებდა, ვთქვათ, მისთვის მომზადებული საჭმელების ერთ თეფშზე დაწყობას, ან – იმას, რომ ლურჯის ნაცვლად, წითელი ფერის სასმეველათი ასმევდით რძეს. ახლა კი, ე.წ. რიტუალურ მოთხონათა სია დღითიდღე იზრდება.
ალბათ, გაკვირვებთ მისი ჭირვეულობა იმის გამო, რომ კატეგორიულად ითხოვს: 1) ყოველ დილით მანის ფაფას ერთსა და იმავე თეფშზე უსხამდნენ, 2) მის საყვარელ, რბილ სათამაშოს საპატიო ადგილი მიუჩინონ სასადილო მაგიდაზე; 3) ყოველ საღამოს ერთსა და იმავე წიგნს უკითხავდნენ; ყოველ დრეს ერთსა და იმავე სვიტერს აცმევდნენ, ამინდის მიუხედავად. ამ წესებიდან მცირე გადახვევასაც კი, გამორიცხული არაა, მისი გააფთრებული პროტესტი მოჰყვეს.

ეს ყოველივე მშობლებისთვის აუხსნელი დარჩება, თუ არ გაითვალისწინეს, რომ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი რიტუალების ჩატარება ბავშვს სიტუაციის წინასწარ დაგეგმვისა და მისი გაკონტროლების შეგრძნებას ანიჭებს. თუნდაც გულუბრყვილოდ ჩანდეს, მაგრამ შვილს ნუ ეტყვით უარს, დადეთ მისი სათამაშო იქ, სადაც ის ითხოვს და ძილის წინ წაუკითხეთ ერთი და იგივე ზღაპარი; ბავშვი ასე უფრო იმედიანად და კომფორტულად იგრძნობს თავს, რადგან დარწმუნებული იქნება, რომ მისთვის უცხო და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

წლისა და 10 თვის ასაკშიც ისევე, როგორც მანამდე, ბავშვი ხშირად გამეორებით სწავლობს ახალ სიტყვებს; ამ გზით ეცნობა ახალ მოვლენებს და მთლიანად – გარე სამყაროს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ იგი დაჟინებით ითხოვს, მოასმენინონ ერთი და იგივე მუსიკა, წაუკითხონ მისთვის ისედაც კარგად ნაცნობი წიგნი და აჩვენონ უკვე რამდენჯერმე ნანახი ფილმი. სწორედ ასე იმდიდრებენ ისინი სიტყვათა მარაგს და იუმჯობესებენ როგორც დამახსოვრების, ისე გარემოს აღქმის ხარისხს.
გარკვეული დროის შემდეგ, პატარებს დიდ სიხარულს ანიჭებთ საყვარელი სიმღერის, ზღაპრისა თუ ფილმის  ტექსტში ყოველი მომდევნო ფრაზის ,,გამოცნობა”.
ამით შეგიძლიათ ისარგებლოთ და პატარას გაუღვივოთ ინტერესი ახალი სიტყვებისა თუ მისთვის ჯერ კიდევ უცნობი საგნების მიმართ. შეგიძლიათ, ასწავლოთ ახალი სიტყვები და განავითაროთ მისი წარმოსახვის უნარი (მაგალითად, სასურველია ასეთი ფრაზის გამოყენება: `… და ამის შემდეგ, ლეკვი გაიზარდა დიდი, უფრო დიდი ვიდრე – კომბოსტო~ და სხვა).
სეირნობის დროს კი შეგიძლიათ, წინა დღეს დაწყებული თემა განავრცოთ (,,ჩვენს ბაღში, რა თქმა უნდა, ლეკვი არ იზრდება, სამაგიეროდ აქ ხარობს ბევრი ხენდრო და მოცხარი, არ გაინტერესებს? წამოდი, ვნახოთ, როგორია ისინი?”). როდესაც თქვენს პატარასთან საუბრისას მისთვის გასაგებ ენაზე  მოგყავთ ცხოვრებისეული მაგალითები,  მას გაცილებით უადვილდება მშობლიური ენისა და გარე სამყაროს შესწავლა. 


წლისა და 10 თვის ბავშვი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 ბავშვი 1 წლისა და 10 თვის ასაკში
👕 ბავშვი რაც უფრო ვითარდება ფიზიკურად, მით მეტად უჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება – თავად გაიხადოს წინდები, ფეხსაცმელი, მაისური.
🖇 გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პატარასთვის მთელი ეს ჩაცმა–გახდის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გასართობი თამაშია.
⭕ ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და სიტუაციაზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.
📣 წლისა და 10 თვის ასაკშიც ისევე, როგორც მანამდე, ბავშვი ხშირად გამეორებით სწავლობს ახალ სიტყვებს.
🌏 ამ გზით ეცნობა ახალ მოვლენებს და მთლიანად – გარე სამყაროს.
📚 ამიტომ გასაკვირი არაა, თუ იგი დაჟინებით ითხოვს, მოასმენინონ ერთი და იგივე მუსიკა, წაუკითხონ მისთვის ისედაც კარგად ნაცნობი წიგნი და აჩვენონ უკვე რამდენჯერმე ნანახი ფილმი.
▪️ სწორედ ასე იმდიდრებენ ისინი სიტყვათა მარაგს და იუმჯობესებენ როგორც დამახსოვრების, ისე გარემოს აღქმის ხარისხს.
👉 გაიგეთ მეტი ბავშვის განვითარების შესახებ – https://bit.ly/42LMbK5
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშვი22თვისასაკში #22თვისბავშვი #ბავშვისგანვითარება #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #როგორვითარდებაბავშვი #ბავშვისთამაში #ბავშვებისთამაშო #ბავშვისკვება #ბავშვისჭურჭელი #ბავშვისძილი #ნივთებიბავშვისთვის #ბავშვისტანსაცმელი #ბავშვისფეხსაცმელი #საკვებიბავშვებისთვის #პედიატრია #პედიატრისრჩევები #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

აღებულია საიტიდან – http://best-nyanya.ru/periody14.htm 


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.