ბავშვი 1 წლისა და 11 თვის ასაკში

წლისა და თერთმეტი თვის ბავშვი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (12 – 24 თვის)
ბავშვის ფეხსაცმელი (12 – 24 თვის)  
კაბები გოგონებისთვის (12 – 23 თვის)
ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის) 
ჯინსის შარვლები ბიჭუნებისათვის (12 – 24 თვის)

ბავშვის ფიზიკური განვითარება

რამდენიმე თვეა, თქვენი შვილი დამოუკიდებლად დადის, დარბის, სხვადასხვა ნივთზე აძრომასაც ახერხებს, მაგრამ უცებ ის ფეხებში სისუსტეს გრძნობს და ხელში აყვანას ითხოვს.
მაშ, რა ხდება? თქვენი ბუთხუზას სიარული ან სირბილი კი არ დავიწყებია; უბრალოდ, იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც დამოუკიდებლობა და მოძრაობა მისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.
ჯერ ერთი, სიარული თითქოს უკვე მის მოვალეობად ითვლება და მოცემულ მომენტში, ქვეცნობიერად, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას აპროტესტებს. მეორეც, შესაძლოა, ბავშვს მაინცდამაინც არც მოსწონდეს ახლახან აღმოჩენილი დამოუკიდებლობის განცდა და უჩნდება სურვილი, ვინმემ მხარი დაუჭიროს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
შეუძლია, დამოუკიდებლად მივიდეს საწოლთან და დაწვეს დასაძინებლად, მაგრამ ის დაჟინებით ითხოვს, თქვენ მიიყვანოთ. სად არის გამოსავალი ამ სიტუაციაში? ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ: ბავშვს დამოუკიდებელი სიარულისთვის მეტი საშუალება და სტიმული მიეცით. რაც შეიძლება, მეტად მოეფერეთ და მასთან უფრო მჭიდრო კონტაქტი დაამყარეთ, რათა ის დარწმუნდეს, რომ თქვენ კვლავ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხართ. სულ მალე, თქვენი ბუთხუზა კვლავ მოიკრებს საკუთარი თავის რწმენას, დამოუკიდებლობის განცდას და კვლავ დაიწყებს სიარულს.
სხვათა შორის, ბავშვებს არ ახასიათებთ გულგრილობა თავისი თანატოლების მიმართ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვათა მოთხოვნილებები და სურვილები ხშირად მათ ეგოცენტრისტულ ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

საინტერესოა, ამ ასაკის პატარებს შეუძლიათ თუ არა, ჰყავდეთ მეგობრები?
შეუძლიათ და არც შეუძლიათ. მათ შესაძლოა, მოსწონთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთად თამაში; გარკვეული პრინციპით, თითოეული მათგანი ამა თუ იმ თანატოლთან ურთიერთობას არჩევს და არა – ყველასთან. ეს შერჩევა დამოკიდებულია მათი ინტერესების, ტემპერამენტის, თამაშის სტილის მსგავსებაზე. თუმცა, ნამდვილი მეგობრობა (როგორიც უფროსი ასაკის ადამიანებს გვესმის) მოგვიანებით, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იწყება. ამ დროს ბავშვები გადადიან უკვე ინტერაქტიულ თამაშზე, სადაც არა ორი, არამედ მეტი მათგანია ჩართული. ამ პერიოდში მათი ურთიერთობა თანდათან გადადის მეგობრობაში და ისინი განუყრელი ამხანაგები ხდებიან.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება

ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობა უკვე გამართულად ამბობს ორწევრიან წინადადებებს, მაგალითად, როგორიცაა: `წვენს დავლევ~, ან: `სეირნობა მინდა~.
ამავე დროს, მათ უკვე იციან ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების, საგნების სახელები, სხეულის ნაწილები; სულ იმეორებენ ოჯახში ან ქუჩაში მოსმენილ სიტყვებსა და ფრაზებს (ასე რომ, მათი თანდასწრებით არაფრით არ თქვათ ისეთი რამ, რომლის  მოსმენასაც არ ისურვებდით თქვენი ბუთხუზას პირიდან!).
ბუნებრივია, პატარა ყოველთვის უშვებს გრამატიკულ შეცდომებს და ფრაზას არასწორად წარმოთქვამს.
ალბათ, ისიც შეგიმჩნევიათ, რომ იგი საკუთარ თავზე მესამე პირში ლაპარაკობს (მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვას – `მე მშია~, ამბობს – `გიორგის შია~). მომდევნო წლის განმავლობაში კი, მეტყველება გაცილებით უუმჯობესედება.
უკვე შეუძლია გრძელი და რთული წინადადებებით საუბარი; სიტყვებს უფრო ნათლად და ემოციურად წარმოსთქვამს. სამი წლის ბავშვის ლექსიკონი დაახლოებით 300 სიტყვას ითვლის  და რამდენიმე აზრის ერთმანეთთან დაკავშირებაც შეუძლია. ამ ყოველივეს დაუმატეთ ბავშვის უზარმაზარი წარმოსახვის უნარი და შედეგად ნამდვილ მეზღაპრეს მიიღებთ!


წლისა და 11 თვის ბავშვილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👶 წლისა და თერთმეტი თვის ბავშვი
📌 რამდენიმე თვეა, თქვენი შვილი დამოუკიდებლად დადის, დარბის, სხვადასხვა ნივთზე აძრომასაც ახერხებს, მაგრამ უცებ ის ფეხებში სისუსტეს გრძნობს და ხელში აყვანას ითხოვს.
🤔 მაშ, რა ხდება? – თქვენი ბუთხუზას სიარული ან სირბილი კი არ დავიწყებია, უბრალოდ, იმ ეტაპს მიაღწია, როდესაც დამოუკიდებლობა და მოძრაობა მისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.
➡️ ჯერ ერთი, სიარული თითქოს უკვე მის მოვალეობად ითვლება და მოცემულ მომენტში, ქვეცნობიერად, მასზე დაკისრებულ პირველ მოვალეობას აპროტესტებს.
➡️ მეორეც, შესაძლოა, ბავშვს მაინცდამაინც არც მოსწონდეს ახლახან აღმოჩენილი დამოუკიდებლობის განცდა და უჩნდება სურვილი, ვინმემ მხარი დაუჭიროს, თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
📣 ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობა უკვე გამართულად ამბობს ორწევრიან წინადადებებს, მაგალითად, როგორიცაა: “წვენს დავლევ”, ან “სეირნობა მინდა”.
📎 ამავე დროს, მათ უკვე იციან ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების, საგნების სახელები, სხეულის ნაწილები; სულ იმეორებენ ოჯახში ან ქუჩაში მოსმენილ სიტყვებსა და ფრაზებს.
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3UvuieY
#ბავშვი #ბავშვისაღზრდა #ბავშვისმოვლა #ბავშვი23თვისასაკში #23თვისბავშვი #ბავშვისგანვითარება #ბავშვისფიზიკურიგანვითარება #ბავშვისინტელექტუალურიგანვითარება #როგორვითარდებაბავშვი #ბავშვისთამაში #ბავშვებისთამაშო #ბავშვისკვება #ბავშვისჭურჭელი #ბავშვისძილი #ნივთებიბავშვისთვის #ბავშვისტანსაცმელი #ბავშვისფეხსაცმელი #საკვებიბავშვებისთვის #პედიატრია #პედიატრისრჩევები #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

აღებულია – http://www.kid.ru/


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.