ბავშვი 2 წლის ასაკში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის ჯანმრთელობის მოვლის საშუალებები
ბავშვის სათამაშოები 2 წლის ასაკისთვის 
ბავშვის ჭურჭელი
ბავშვის კანის მოვლის საშუალებები 
ბავშვის ტანსაცმელი (2 წლის)
ბავშვის ფეხსაცმელი ბიჭის (2  წლის)  
კაბები გოგონებისთვის (2 წლის)
ბავშვის ტანსაცმელი (ბიჭუნებისთვის, 2 წლის) 
ჯინსის შარვლები ბიჭუნებისათვის (2 წლის)  

შეხედეთ, თქვენი ბუთხუზა როგორ თამაშობს: ხტის, დაცოცავს, მხიარულად და უზრუნველად დარბის. ძნელი წარმოსადგენია, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმასაც კი ძლივს ახერხებდა. ორი წლის ასაკში თქვენს შვილს უკვე შეუძლია რამდენიმე კუბიკისგან კოშკის აგება, რომელსაც სიცილ–კისკისით მაშინვე ანგრევს; დამოუკიდებლად ხმარობს კოვზსა და ჩანგალს, თავისით სვამს წყალს ფინჯნიდან, შეუპოვარ მცდელობებს არ აკლებს დამოუკიდებლად ჩაცმასა და გახდას. 

ეს მოძრავი, პატარა ადამიანი უკვე თვალშისაცემ წარმატებებს აღწევს ფიზიკურ განვითარებაში. ყოველი ახალი უნარის შეძენის შემდეგ, ის თავს უფრო დამოუკიდებლად და იმედიანად გრძნობს.

მზად არის თუ არა ამ ასაკის ბავშვი საიმისოდ, რომ კინოთეატრში, საბავშვო წარმოდგენაზე, კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებაზე დავასწროთ?  ეს დამოკიდებულია თქვენი პატარას ინდივიდუალურ თვისებებსა და იმაზეც, რა ხასიათის ღონისძიება ტარდება. შეძლებს თუ არა იგი, მშვიდად იჯდეს გარკვეული დროის განმავლობაში, ასევე – რამდენ ხანს გრძელდება ღონისძიება და რამდენად ხმაურიანია იგი (ბევრს აშინებს ხმაურიანი წარმოდგენები). თუ თქვენი შვილი  თვლის, რომ კონცერტის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, დროა, სახლში დაბრუნდეთ, თქვენ შეძლებთ, რომ იგი როგორმე დააკავოთ, თუ ადგებით და წამოხვალთ? თუ ბავშვი ხმამაღლა აცხადებს, რომ სპექტაკლში მონაწილე მსახიობები მას ძალიან არ მოსწონს, შეძლებთ, რომ  ეს იუმორით მიიღოთ და იმედი გექნებათ, რომ გარშემომყოფნიც იუმორითვე აღიქვამენ ბავშვურ პრეტენზიას? ძნელია, წინასწარ გამოიცნოთ, თქვენი შვილი როგორ მოიქცევა მოცემულ სიტუაციაში. თუმცა, შესაძლებელია, ეს უსიამოვნო მომენტების ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ, თუნდაც იმით, რომ აირჩიოთ საინტერესო და მისი ასაკის შესაფერისი ღონისძიება (ორი წლის ბავშვები ხომ საოცარი ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან). ეცადეთ და ადვილად დარწმუნდებით ამაში. ასევე, უნდა შეამოწმოთ, ღონისძიების დაწყებამდე, ბავშვი მშიერი ან დაღლილი ხომ არ არის. მზად იყავით ყველაფრისთვის: შესაძლოა, მან მოინდომოს სახლში წასვლა ცირკის პირველი განყოფილების დამთავრებისთანავე ან, სულაც, მთელი წარმოდგენა დამთავრდეს და მას მაინც არ სურდეს სახლში დაბრუნება.

ბავშვის ინტელექტუალური განვითარება ამ ასაკში

ორი წლის ასაკში ბავშვი დიდ ნახტომს აკეთებს ინტელექტუალური განვითარების თვალსაზრისითაც. მას უკვე შეუძლია ამა თუ იმ საგნისა და მოქმედების წარმოდგენა და გააზრება, ცნებების კლასიფიცირება (იცის, რომ, მაგალითად, ძაღლი და კატა ცხოველებია, კუბიკები და თოჯინები სათამაშოებია). ადრინდელ პერიოდთან შედარებით, უკეთ აქვს განვითარებული მეხსიერება და უკეთ ერკვევა ისეთ აბსტრაქტულ ცნებებში, როგორიცაა: ბევრი – ცოტა, ადრე – გვიან, ასეთი – სხვანაირი და ა.შ. მას აქვს მდიდარი წარმოდგენაც და გარკვეულწილად, შემოქმედებითი უნარიც – შეუძლია რამდენიმე რთული წინადადების წარმოთქმა. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მხიარული, აქტიური და ხანდახან ჭირვეული პატარა იზრდება! შეუძლია სამი–ოთხი კუბიკისგან კოშკის აშენება, ბურთის გადაგდება, თოკზე გამობმული საყვარელი სათამაშოს ტარება, ყუთში სხვადასხვა ნივთის ჩადება და ამოღება, წიგნის გვერდების გადაფურცვლა, კარის სახელურის მოქაჩვა და კარის გაღება, კოვზისა და ჩანგლის გამოყენება, სასმეველადან დამოუკიდებლად დალევა და ბავშვური სურათების დახატვაც (ხშირად – კედლებსა და ავეჯზეც კი). თავისი ძველი სათამაშოებით ახალ, მის მიერვე გამოგონილი თამაშით ერთობა: შეუძლია, ჩვეულებრივი კუბიკი გემად ან თვითმფრინავად, ხოლო თოკზე გამობმული სათამაშო საბავშვო ეტლად გადააქციოს; პლასტელინისგან ფუნთუშები და სხვა ფიგურები დაამზადოს.

ყურადღება მიადევნეთ, ბავშვი რისკენ მიმართავს თავისი წარმოსახვის უნარს, დააკვირდით, როგორ იყენებს გამომუშავებულ მოტორულ ჩვევებს  – უდგება თუ არა თამაშს შემოქმედებითად, იგონებს, თუ არა  ყოველდღე ახალ თამაშს.

აღებულია – http://www.kid.ru/


ორი წლის ბავშვი! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
ბავშვი /რა სჭირდება ახალშობილს? /რა უნდა დავახვედროთ ბავშვს სამშობიაროდან გამოყვანისას? /რა ნივთები უნდა წაიღოთ სამშობიაროში
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები

 


..

Share this...Share on Facebook
Facebook