სტომატოლოგია

უშიშრად სტომატოლოგისკენ!

სტომატოლოგიაის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა. დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია არტიკაინის (უბისთეზინი, ულტრაკაინი, სეპტანესტი) და მეპივაკაინის (მეპივასტეზინი, სკანდონესტი, სკანდიკაინი) საფუძველზე დამზადებული ანესთეტიკები. არტიკაინის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე მეტად ახასიათებს ძვლოვან ქსოვილში შეღწევის უნარი, თითქმის მთლიანად შეიბოჭება სისხლის ცილების მიერ და მინიმალურად აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, პრაქტიკულად არ გადადის დედის რძეში. თანამედროვე ანესთეტიკებს ახასიათებთ მაღალი ეფექტურობა, გახანგრძლივებული მოქმედება, მინიმუმამდეა დაყვანილი ტოქსიკურობა.

ეფექტურობის გაზრდის მიზნით ანესთეტიკებს ხშირად ემატება ადრენალინი (ეპინეფრინი). საანესთეზიო საშულებების გამოყენების უკუჩვენება სწორედ მის შემცველობას უკავშირდება ხშირად. მაგალითად, ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში, რაც საშიშია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისათვის, სხვადასხვა დროს ავიწროებს და აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, რაც გასათვალისწინებელია გულის დაავადებების, ჰიპერტონიის, ინსულტის მქონეთათვის, ხოლო ორსულებისათვის ადრენალინის შემცველი ანესთეტიკის ხმარება ყველაზე უსაფრთხოა შუა ტრიმესტრში. ყველა შემთხვევაში აუცილებელია იმ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ორსულის პატრონაჟს ახორციელებს.

ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ანესთეტიკი ადრენალინის გარეშე. კერძოდ კი მეპივაკაინის საფუძველზე დამზადებული, რადგან მეპივაკაინს ახასიათებს ყველაზე ხანგრძლივი მოქმედება ადრენალინის გარეშე.

გართულება,რომელიც თავად ანესთეტიკმა შეიძლება გამოიწვიოს, არის ალერგიული რეაქცია, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

ამიტომ პირველი ინექციის წინ მიზანშეწონილია ორგანიზმის მგრძნობელობის განსაზღვრა კონკრეტულ ანესთეტიკებზე. საჭიროების შემთხვევაში კი ანალიზის გამეორება აუცილებელია.

ხარისხიანი ანესთეტიკის გარდა ანესთეზიის ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული ექიმის პროფესიონალიზმზე. ასე რომ, კარგი ექიმის ხელში, თანამედროვე ანსეთეტიკების საშუალებით ადვილად გაუმკლავდებით ტკივილის შიშს.

ექიმი-სტომატოლოგი მაკა ბუღაძე

აღებულია საიტიდან: http://kbilebi.wordpress.com/

გადასვლა გვერდზე: ,,სტომატოლოგია” 
გადასვლა გვერდზე: ,,პოპულარული სტომატოლოგიური სტატიები”

___________________________________________________