სისხლდენის შესაჩერებელი უკბილო, სწორი ან მოხრილი, ქირურგიული ინსტრუმენტი. აგებულებით კოხერის მომჭერის ანალოგიურია (იხ. კოხერის მომჭერი; სისხლდენის შესაჩერებელი მომჭერები) და მისგან განსხვავდება ბრანშებზე არსებული განივი ნაჭდევებით. დანიშნულება:
ა) გადაკვეთილ, სისხლმდენ სისხლძარღვზე ლიგატურის დადება (კოხერის მომჭერისგან განსხვავებით ნაკლებ ტრავმულია);
ბ) ნაკერების დადების ან გაკვეთის დროს პერიტონეუმის დაჭერა ან ფიქსაცია;
გ) ოპერაციის დროს ქსოვილების ბლაგვი პრეპარირება;
დ) აბსცესის ღრუს გახსნა და ღრუში ძგიდის დაშლა;
ე) ნაკერების დადების დროს ნემსის დაჭერა (ნემსდამჭერის მაგივრად).
________________________________________________
ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
…. <<<წინა გვერდი მომდევნო გვერდი>>>> …..