სქესობრივი კავშირი

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ  20 წლის, გუშინ სქესობრივი აქტის დროს გამეხა პრეზერვატივი. გთხოვთ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო რომ ავიცილო ინფექციები?

პასუხი – სამწუხაროდ ამგვარი რამ, ან თუნდაც დაუცველი სქესობრივი კავშირი, ხშირია რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას. ამგვარ ექსტრემალურ ვითარებაში მე გირჩევდით ეგრეთ წოდებულ “ერთი აბის პრინციპს “. ნუ დაელოდებით მოვლენების ანუ ინფექციის განვითარებას.

საკმარისია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის  აბი (სულ სამი დასახელების)  რომელიც გათვლილია ძირითად შესაძლო დაავადებების გამომწვევებზე. გარდა ამისა, შემდგომში აუცილებელია უკვე იმ დაავადებებზე შემოწმება, რომლებსაც ახასიათებს ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი (ჰეპატიტი, შიდსი და სხვა).

…..
გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>