რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანას მოვავლინოთ ნიჭიერი და ჯანმრთელი შვილები
დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები
ორსულთა მაისურები
ორსულთა შარვლები
ორსულთა შორტები
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი
ორსულთა ქვედა საცვლები
ორსულთა საცურაო კოსტუმები
ტანსაცმელი ორსულთათვის
ფეხსაცმელი ორსულთათვის
თეთრეული ორსულთათვის
ჯინსები ორსულთათვის
კოლგოტები ორსულთათვის
ტოპები ორსულთათვის
ბალიშები ორსულთათვის
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”
ადამიანის ორგანიზმი ყველაზე რთულ მანქანაზე უფრო საკვირველი რამაა. ყოველდღე მილიონობით უჯრედი ნადგურდება მასში, მაგრამ ისინი ავტომატურად იცვლება ახლებით.
თუმცა ზოგიერთი უჯრედი მუდამ ჩვენთან იმყოფება-ესაა ასობით მილიარდი აქტიური ნერვული უჯრედი, ანუ ნეირონები, რომლებიც ქმნიან თავის ქალის ქერქს. ნეირონები ჩვილის დაბადებმდე ფორმირდებიან.
ჩანასახის ტვინში წამში 250 000 უჯრედი ჩნდება.
ამიტომ, ის, რაც მოსდის ადამიანის ტვინს მუცლადყოფნის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში სწავლის უნარის შემდგომი განვითარებისათვის.
თუ ორსული ქალები ქრონიკულად არ ღებულობენ სათანადო სახის საკმარის საკვებს, მათ შეიძლება გაუჩნდეთ ბავშვი განუვითარებელი ტვინით, რომელშიც ჯანმრთელი ბავშვის ტვინთან შედარებით უჯრედები ორჯერ ნაკლები იქნება.
ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი ნაყოფის ტვინის უჯრედების რაოდენობა საშუალოდ იზრდება 250 000-ით, თუ იგი უზრუნველყოფილია კარგი კვებით.
კატეგორიულად აკრძალულია ორსულობისას სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები.
თუ დედა ეწევა ერთ სიგარეტს, ნაყოფი ეწევა-ორს.
მოწევისას დედა ჟანგბადს ართმევს შვილს მაშინ, როცა ის ასე მნიშვნელოვანია ტვინის უჯრედების ჩამოყალიბებისთვის.
ალკოჰოლის მოხმარების შედეგად ვითარდება ”ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი”: ის იწვევს ტვინის ზომაში დაპატარავებას, დამახინჯებულ სახის ნაკვთებს, მოძრაობის ცუდ კოორდინაციასა და ჰიპერაქტიულ ქცევას.
ბავშვის დაბადების შემდეგ მისი კვება განაგრძობს ზეგავლენას ორგანიზმის ყველა უჯრედის ზრდაზე.
ამასთან ხაზი უნდა გაესვას მიელინის ფენის წარმოქმნის უდიდეს მნიშვნელობას.
მისი ნაწილი წამოიქმნება დაბადებამდე, კერძოდ, იმ ნერვული შენაერთების გარშემო, რომლებიც პასუხს აგებენ წოვით რეფლექსზე, ყვირილსა და თითების მოძრაობაზე.
მიელინის ფენის ფორმირება იწყება სხეულის ზედა ნაწილიდან და შემდეგ ვრცელდება ქვევით. ტვინის შიგნით მიელინის შრე იწყებს ფორმირებას კეფიდან შუბლისკენ.
ამიტომ ჩვენ ხედვას უფრო ადრე ვსწავლობთ, ვიდრე ლაპარაკს და განსჯას: ხედვის ნერვული ცენტრი მდებარეობს ტვინში კეფის მხარეს, მეტყველების-წინა მხარისკენ, ხოლო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკურ მსჯელობაზე-ტვინის წინა მხარეს. სწორედ ამიტომ სანამ ბავშვი სიარულს ისწავლიდეს, ის გამოსცემს ჯერ ბგერებს.
იმისათვის რომ მიელინით დაიფაროს გრძელი აქსონები, რომლებიც გადასცემენ სიგნალს ფეხის წვივებს და ფეხების თითებს, საჭიროა გაცილებით მეტი დრო, ვიდრე იმ აქსონებისთვის, რომლებიც მიედინებიან ენისკენ და ხახისკენ.
დედის რძე
მიელინისთვის საჭირო მასალის 75%-ს ჩვენი ორგანიზმი იღებს ცხიმებიდან, დანარჩენი 25%-ს ღებულობს ცილებთან ერთად. ორივე მათგანის საუკეთესო წყაროა დედის რძე.
დედის რძე შეიცავს აგრეთვე სპეციალურ ანტისხეულებს, რომლებიც შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი გზების მიერ და იცავს მათ ინფექციისაგან.
დედის რძე იცავს ბავშვს აგრეთვე ყურის ინფექციებისაგან, ეგზემისაგან და ალერგიის სხვა სახეობებისაგან, ამასთან უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმს კალციუმით და ფოსფორით, რომლებიც საჭიროა ძვლების სწრაფი ზრდისათვის.
ერთადერთი კომპონენტი, რომელსაც არ შეიცავს დედის რძე, ესა ვიტამინი D. ამიტომ პედიატრების რჩევით, მას დამატებით აძლევენ ბავშვებს.
დედის რძის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნას კარგად დაბალანსებული რძის ნარევები, ამასთან მათი შემადგენლობა მიახლოებული უნდა იყოს დედის რძესთან.
მრავალი გამოკვლევის შედეგები ამტკიცებენ მნიშვნელოვან კავშირს კვებასა და მოღვაწეობის სხვადასხვა სახეობებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ ტვინის განვითარებას.
იდეალურ შემთხვევაში, ტვინის განვითარება ადრეულ ასაკში ხორციელდება თანმიმდევრულად. ბავშვი უფრო ადრე სწავლობს ხედვას, ვიდრე ლაპარაკს. ცოცვას უფრო ადრე სწავლობს, ვიდრე სიარულს.
სიარულს-უფრო ადრე, ვიდრე სირბილს. თუ ბავშვი გამოტოვებს ერთ-ერთ სტადიას-მაგალითად, ისწავლის სიარულს და არ სცდის ცოცვას-მას შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები სწავლისას.
როგორც თავად ნაყოფი, ბავშვის ტვინიც ნახტომისებურად ვითარდება. ეს ”ნახტომები” ძალიან დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, დაუხუჭეთ ერთი თვალი ორი წლის პატარას სულ რაღაც ერთი კვირით და ჩათვალეთ, რომ დაუზიანეთ ბავშვს მხედველობა.
ეს ხდება იმის გამო, რომ განვითარებად ტვინში ამ დროს ყალიბდება ძირითადი მხედველობითი შენაერთები, რომლებიც მიმართულია თვალიდან ტვინის უკანა ნაწილში მდებარე მხედველობითი ცენტრისაკენ.
ორი ცალკეული შენაერთი იბრძვის დომინირებისათვის. თუ თქვენ დაუფარავთ ბავშვს ერთ თვალს, მეორე თვალი გახდება დომინანტი.
თუ თქვენ დაიფარავთ თვალს 20 წლის ასაკში, ეს არავითარ მნიშვნელობას არ იქონიებს, რადგან ამ ასაკისთვის ყველა ძირითადი შენაერთი უკვე წარმოქმნილია.
იგივე ემართება სმენასაც. ადამიანის შიგნითა ყური პატარა თხილისხელაა, მაგრამ შეიცავს იმდენ შენაერთს, რამდენსაც ქალაქის სატელეფონო სისტემა. გარდა ამისა, ყურში არის პაწაწინა დეტალი, რომელიც გამოიყურება, როგორც ლოკოკინა, მაგრამ მოქმედებს, როგორც პიანინოს კლავიატურა. მაგრამ პიანინოს აქვს 88 კლავიში, იმ დროს, როცა ყურის ლოკოკინა შეიცავს 20 000 მგრძნობიარე უჯრედს, რომლებიც აღიქვამენ ხმოვან იმპულსებს და გადასცემენ ტვინს.
სმენის რთული მექანიზმის მუშაობას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ენების შესწავლის დროს. როგორც მხედველობის შემთხვევაში, ძირითად ენობრივ შენაერთებს საფუძველი ეყრება სიცოცხლის პირველ წლებში. მაგალითად ინგლისური დიალექტები შეიცავს 40-44 ბგერას, ხოლო ყველა ძირითადი ევროპული ენა- დაახლოებით 70-ს.
თუ სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს ვასწავლით ამ ბგერების განსხვავებას, ასევე მათ წარმოთქმასა და გამოყენებას, იგი გაცილებით ადრე შეისწავლის ენებს, ვიდრე მოზრდილ ასაკში.
ჯანმრთელი ბავშვების უმრავლესობა სწავლობს მშობლიური ენის, მინიმუმ 2000 ძირითად სიტყვას. მაგრამ თუ მათ ცუდად ესმით, მათთვის რთულია ლაპარაკის სწავლა. და თუ ისინი ცუდად ლაპარაკობენ, მათ გაუჭირდებათ სწავლა.
ამაში მდგომარეობს იმის მიზეზი, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამები დიდ ყურადღებას უთმობენ არა მარტო კვებისა და მშობლების საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ მხედველობისა და სმენის რეგულარულ შემოწმებას.
ადამიანის პიროვნება, მისი ნიჭი და უნარი განისაზღვრება იმით, თუ რას ჭამს, ფიქრობს და აკეთებს.
9 თვის განმავლობაში ბავშვის დაბადებამდე გამოჩენილი ზრუნვის შემდეგ, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ათი წელი, რომლის დროსაც ყალიბდება პიროვნება და საუკეთესო საგანმანათლებლო და განმავითარებელი პროგრამები სწორედ ამ წლებზე აკეთებენ ყურადღების კონცენტრირებას. >> ორსულობა, მშობიარობა
ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: shvilebi.ge კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge