ხაჭოს ნამცხვრები

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
150გრ კარაქი
200 გრ ხაჭო
100 გრ არაჟანი
2ც კვერცხი
2ჭ შაქარი
3ჭ ფქვილი
ვანილი
სოდა ძმრით
შოკოლადი
შაქრის დეკორატიული ფიგურები
მომზადების წესი:
ჯამში მოვათავსოთ ოდნავ შერბილებული კუბებად დაჭრილი კარაქი.  დავუმატოთ შაქარი, ფქვილი და კარგად ავურიოთ, ისე რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. შემდეგ ვუმატებთ არაჟანს (რომელშიც გავხსნით ოდნავ სოდას ძმართან ერთად), ხაჭოს და 2ც კვერცხს. ცომის მასა კარგად მოვზილოთ. 15 წუთი გავაჩეროთ. მანამდე კი ღუმელი ავანთოთ, რომ კარგად გახურდეს.
ამასობაში ჩვენს პატარასთან ერთად შეგვიძლია ცომისგან სხვადასხვა ფორმის ფიგურები გამოვძერწოთ და ცხიმწასმულ ტაფაზე ლამაზად დავალაგოთ.
ჩვენ ცომისგან მანქანები, სახლი, ხე და შუქნიშანი გავაკეთეთ, ასევე მრგვალი ბურთულები, რომელთაც გულში შოკოლადი ჩავურთეთ.
ზემოდან გამზადებულ პატარა ნამცხვრის ფორმებს ფუნჯით კვერცხის გული გადავუსვით და შაქრის ფერადი პაწაწინა ფიგურები მოვაყარეთ.
ცხობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, 180 გრადუს ტემპერატურაზე.

წყარო: www.puphynuphy.ge

….

Share this...Share on Facebook
Facebook