კრუასანი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:

500 გრ ფქვილი
250 მ.ლ რძე
350 გრ. კარაქი
20 გრ. საფუარი
90 გრ. შაქარი
15 გრ. მარილი
1 კვერცხი (თავზე წასასმელად 2 კ წყალში გახსნილი)
მომზადების წესი:
1. მოვცომოთ საფუარიანი ცომი შემდეგნაირად, გავაბრტყელოთ სიგრძეზე და მივცეთ მართკუთხედის ფორმა. დავდოთ ხის დაფაზე, დავაფაროთ თავზე პოლიეთილების პარკი და შევდგათ მაცივარში (ან საყინულეში ცოტა ხნით ცომი რომ არ გაიყინოს).


2. გაციებული ცომი გამოვიღოთ და შუაგულში ჩაუდოთ მართკუთხედის ფორმის კარაქი 1სმ. სისქის (სურ.2). ჩამოვაჭრათ კარაქის გასწვრივ ცომი ორივე მხარეს და დავადოთ თავზე კარაქს, ისე რომ კარაქი ზემოდან და ქვემოდან ცომში დაიმალოს. თითის დაჭერით ჩავუმაგროთ კუთხეები და გავაბრტყელოთ სიგრძეზე.
გადმოუკეცოთ თავი 10 სმ.-ზე (სურ.3), ბოლოც წამოვიღოთ და შევაერთოთ გადმოკეცილ თავთან. მიღებული კვადრატი გავკეცოთ შუაზე.
შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.

3. გამოვიღოთ მაცივრიდან გაციებული ცომი და ისევ გავაბრტყელოთ დაახლოვებით 80სმ. სიგრძეზე .
ცომი გავკეცოთ სამ ნაწილად. ბოლოს გავაბრტყელოთ 0,8მმ. სისქეზე, დავჭრათ შუაზე 2 ტოლ ნაწილად და დავჭრათ სამკუთხედებად. (სურ. 4)

4. გადავახვიოთ განიერი გვერდიდან წვერის მიმართულებით და დავდოთ ქაღალდ დაფენილ ფორმაზე. გავაჩეროთ თბილ ადგილას 1 საათი, რომ ცომი ამოვიდეს. გადავუსვათ თავზე კვერცხი და შევდათ გამოსაცხობათცხელღუმეში 175-200 გრადუსზე. ვაცხობთ 15-20 წუთი.

წყარო: www.puphynuphy.ge

….