ღვეზელი გარგარით

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
2 ჩ. ჭიქა შაქარი;
5 ცალი კვერცხი;
200 გრ. არაჟანი;
250 გრ. კარაქი;
700 გრ. გარგარი;
1 ჩ. კოვზი სოდა, ვანილი.
4 ჭიქა ფქვილი (200გრ. მოცულობის ჭიქით)
მომზადების წესი:
1. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.  არაჟანში ავურიოთ სოდა და დავუმატოთ მასას.
2. დავამატოთ გამდნარი და გაციებული კარაქი და მოვურიოთ. შემდეგ – ვანილი და ფქვილი.
3. ცომი დავასხათ ცხიმწასმულ ფორმაზე და კარგად გავათანაბროთ.
გარეცხილი და კურკაგამოცლილი გარგარი დავალაგოთ ცომზე.
4. ვაცხობთ 40-45 წუთი. გაციებულ ნამცხვარს მოვაბნიოთ შაქრის პუდრი

მარინა ბიბას რეცეპტებიდან

წყარო: www.puphynuphy.ge

….

Share this...Share on Facebook
Facebook