ბატიბუტი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
3 ს.კ. სიმინდის ზეთი
6 სრული ს.კ. სიმინდის მარცვალი
მომზადების წესი:
ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ და სიმინდის მარცვლები ჩავყაროთ. ტაფას თავსახური დავახუროთ (აჯობებს შუშის თავსახური იყოს). ცოტა ხანში, როცა მარცვლები ხმაურიანად იწყებს დასკდომას, ცეცხლს ოდნავ დავუწიოთ. ტაფა აუცილებლად თავდახურული დავტოვოთ და რამდენჯერმე კარგად შევანჯღრიოთ. როდესაც ხმაური შემცირდება, ან შეწყდება, ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ და ფრთხილად ავხადოთ თავი.

წყარო: www.puphynuphy.ge